საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

15 სექტემბერი – 20 სექტემბერი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.

საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

  1. პირველსემესტრელებისთვის აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა) დაიწყება  15 სექტემბერს 11 საათზე

პირველი დონის საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:

  • აკადემიური წერა
  • ინგლისური ენა 1(ინგლისურ ენაში ჯგუფის განსაზღვრა მოხდება ეროვნულ გამოცდაზე მიღებული ქულის მიხედვით. ინგლისური ენა 1 ყველა სტუდენტს ბაზაში არჩეული დახვდება).
  • სტატისტიკა

საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:

  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი
  • საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
  • სოციოლოგიის შესავალი
  • სოციალური მუშაობის შესავალი
  • შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში
  • საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი

საფაკულტეტო არჩევითი კურსები:

  • გამოყენებითი ეკონომიკა
  • ლოგიკა
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა
  • მეტყველების კულტურა

2. ყველა სხვა სემესტრის სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება 15 სექტემბერს, 15:00 საათზე.

ძირითადი სპეციალობის/Major  სასწავლო კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება,  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისათვის);

16  სექტემბერს, 9 საათიდან

სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც, ასევე შესაძლებელი იქნება პირველი დონის საფაკულტეტო საგნების არჩევაც).

16  სექტემბერს, 15 საათიდან

სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება ყველა სხვა დანარჩენი ფაკულტეტის სტუდენტისათვის, როგორც თავისუფალ კრედიტის, ასევე მაინორისათვის.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვწერეთ Lms.tsu. ge-დან.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში კონსულტაცია წარიმართება მხოლოდ ზუმპლატფორმაზე 15 – 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

https://zoom.us/j/3513307181?pwd=dG5QMGhXYWN0d1NsZ2QyU0Z5TytQUT09

Meeting ID: 351 330 7181

Passcode: 3QarEn

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ   წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაცია

თარიღი: 13/09/2021